საზოგადოება

„ყველა განსაცდელს, ყველა შიშს, ყველა მუქარას ყოველთვის სძლევდა ქრისტეს სიყვარული“

სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში დღეს სადღესასწაულო წირვა აღავლინა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ.

„ყველა განსაცდელს, ყველა შიშს, ყველა მუქარას ყოველთვის სძლევდა ქრისტეს სიყვარული, თუ ეს გვაქვს, ყველაფერს დავძლევთ, თუ არ გვაქვს, ვეცადოთ, რომ მოვიპოვოთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

კითხვაზე, უნდა განიხილოს თუ არა საპატრიარქოს ზნეობრივმა კომისიამ ყინწვისში მომხდარი ფაქტი, მეუფემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდონ.

„ვერ გეტყვით, როგორ დასრულდება საკითხი, იმისდა მიხედვით მერე მოგახსენებთ“, – განაცხადა მეუფე შიომ.

1tv

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close