მსოფლიო

ბრიტანეთი ჩინეთს კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, „ემაი 6“-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ სოერსი ჩინეთს კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ უცხოური გამოცემა, „დეილი მეილი“ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ დეკემბერში და იანვარში იყო ხანმოკლე პერიოდი, როდესაც ჩინეთი დასავლეთს ახალი კოროვირუსის შესახებ რეალურ  მონაცემებს უმალავდა.

ჯონ სოერსი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მიმართებაში სერიოზული შეკითხვები დაისვა, რაც ჩინეთის ქმედებების საკმარისად შეუსწავლელობას უკავშირდებ.

ეს არ ამართლებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელმაც ვერ შეძლო ფაქტებისა და მონაცემების დადგენა და ჩინეთის მიმართ სწორი მოთხოვნების წარდგენა“, – აღნიშნა სოერსმა.

შწეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close