საზოგადოება

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 3 სამედიცინო პერსონალია

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 8 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან სამი სამედიცინო პერსონალის თანამშრომელია, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯამში, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 50 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 8 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი – გარდაცვლილი.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე გვაქვს 8 დამატებული ფაქტი სამედიცინო პერსონალის კლასტერიდან. გუშინ გითხარით, რომ 34 ადამიანს, რომლებსაც სიმპტომები ჰქონდათ, საკვლევი მასალა აუღეს. მათგან და მათი ოჯახის წევრებიდან 8 ფაქტი დადასტურდა, რომელთაგან ხუთი ოჯახის წევრია და სამი ადამიანი – ორი ექთანი და ერთი ექიმი – სამედიცინო პერსონალიდან ახალი ფაქტია. ჯამში, რეგიონში კორონავირუსის 50 დადასტურებული ფაქტი გვაქვს, აქედან 8 გამოჯანმრთელებულია და ერთი გარდაცვლილი,“- განაცხადა რეხვიაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close