პოლიტიკა

ჩემი სრული მხარდაჭერა მას, „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მდგომარეობაშია, რომ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ – კალაძე

გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, უფრო მეტად გავერთობით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ლევან ხაბეიშვილს ვემხრობი, მას ვუჭერ მხარს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ იმ მდგომარეობაშია, რომ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ და ჩემი სრული მხარდაჭერა მას. ძალიან გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ცოტა უფრო მეტად გავერთობით“, – განაცხადა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ლევან ხაბეიშვილმა საკუთარი კანდიდატურა დაასახელა. ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close