საზოგადოება

„48 ათასი ახალი შემთხვევა ცოტაა, 480 ათასი უნდა დაგეწერათ.. აკი სუს-მა დაწერა ის პოსტიო “

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „მთავარი არხის“ ეთერში გასული სიუჟეტის „სქრინს“ აქვეყნებს და არხის ხელმძღვანელობას მიმართავს.

„ასე ცუდად რომ ასრულებთ გეგმას, თქვენი არაფორმალური მმართველი გაგიჯავრდებათ. დღეში 48 ათასი ახალი შემთხვევა ცოტაა, 480 ათასი უნდა დაგეწერათ.
გარდაცვლილებს, ალბათ, ყოველ დღე დააჯამებთ, და იგულშემატკივრებთ, სანამ არ გაუტოლდება აფხაზეთში დაღუპულთა რიცხვს?!
აკი სუს-მა დაწერა ის პოსტიო, გუშინ რომ წაშალა?! თუ სუს-მა დაწერა, რატომ დაიწყეთ “მძლავრი კამპანია”?
ჰოდა, ვინ კლავს და ვინ ცეკვავს საფლავებზე, ხალხი შეაფასებს. ყოველთვის სიკვდილის მხარეს იდექით, ყოველთვის იყავით ზიზღის და სიძულვილის წყარო.
ნახავთ შედეგს.
ჰო, ვინც იზიარებთ და ღიად თუ ფარულად ერთ თამაშს თამაშობთ და მოსახლეობისთვის სხვა სათქმელი არ გაქვთ, ერთნი ხართ.
რასაც აკეთებთ, წლებია, ესაა საინფორმაციო ტერორი!“ – წერს ამირან სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა, რომელიც მალევე წაშალა. პოსტში ყოფილი პრეზიდენტი წერდა, რომ ახალი მძლავრი კამპანიაა საჭირო, სახელწოდებით – „ივანიშვილი გკლავს“.

„როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ ეს ტრაგედია, რაც საქართველოში ხდება, ივანიშვილს და ქოცებს დამსახურებულად შეეტენოთ, რადგან რეალურად ეს მათი ბრალია. ეს იქნება საბოლოო და შეუვალი განაჩენი, 15 000 ადამიანი დაგვეღუპა აფხაზეთში, აქ თვეში 1000 კაცზე და მეტზე გავალთ. მოკლედ, მძლავრი კამპანია გვჭირდება ,,ივანიშვილი გკლავს“ ეგეთ სტილში“, – წერდა სააკაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close