საზოგადოება

43 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ნიკა ქაცარიძე

არსებული ინფორმაციით, მას გულის პრობლემები ჰქონდა

43 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ნიკა ქაცარიძე. ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მას გულის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა.

ნიკა ქაცარიძე 2005 წლიდან დღემდე იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი.

რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული აქვს არაერთი როლი. მონაწილეობდა სპექტაკლებში: „შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ“, „დარისპანის გასაჭირი“, „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და . . . პრეზიდენტი“, „სალამურა“, „პატარა უფლისწული“ და სხვა.

გარდა თეატრალური როლებისა, ნიკა ქაცარიძეს ასევე შესრულებული აქვს კინოროლები. მონაწილეობდა სხვადასხვა სერიალში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close