პოლიტიკა

„43 პროცენტს ვერ აიღებს ოცნება? აიღებს გახარია და ერთად გააკეთებენ კოალიციას“ – თამარ კორძაია

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ გიორგი გახარიას ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„გახარიას გუშინდელ განცხადებას თუ გავაანალიზებთ, ის „ქართულ ოცნებაში“ ყველას ერჩის, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას პირდაპირ გაუხსნა ცეცხლი. ყველა, ვინც პარტია „ქართული ოცნებიდან“ წავიდა, ყოველთვის იტოვებს გზას ბიძინა ივანიშვილთან, ალბათ, ჩემი გამოკლებით, თავის დროზე“, – განაცხადა კორძაიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში არის ჩრდილოვანი მმართველობა და ადამიანი, რომელიც ერთი განცხადებით პოლიტიკურ პროცესს ანგრევს.

„შესაბამისად, ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები სადღაც არის, მიღმა და ხელიდან გვისხლტება. უბრალოდ, ხელს ვერც კი მოკიდებ, ისეთ მდგომარეობაში ვართ. ის პროცესებს განსაზღვრავს და ამ პირობებში ვხედავთ ერთ რამეს – 43 პროცენტს ვერ აიღებს „ქართული ოცნება“? აიღებს გახარია და მერე „ქართული ოცნება“ და გახარია ერთად გააკეთებენ კოალიციას, ბიძინა ივანიშვილი კი იქნება მათ ზურგს უკან. ეს არის დასაშვები რეალობა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა აუცილებლად უნდა გავთვალოთ“, – განაცხადა კორძაიამ.

„აიპრესი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close