საზოგადოება

4 დღეა კიდევ არ ჭამს საკვებს – ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის შესახებ

“ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს. დღესაც არშეგვიშვეს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხვალ მოხდება ბოლოს და ბოლოს ჩვენი შესვლა და პრეზიდენტის ნახვა. ექიმებმა რაც გვითხრეს, არის ის, რომ მისი მდგომარეობა არის რთული. აქვს საჭმლის მიუღებლობა. ე.ი. საჭმელს არ ღებულობს რამდენიმე დღეა. რაც კლინიკაშია, საჭმელი არ მიუღია.

აქამდე მხოლოდ სისხლის ანალიზი ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ გასაკეთებელია კიდევ დამატებითი, ვიტყოდი რომ რთული კვლევები. რთული მდგომარეობაა, რა სიმპტომებიც გვქონდა და რაზეც გიყვებოდნენ მანამდე ექიმები, ის ყველაფერი რჩება. ამას ემატება პლუს ის, რომ 4 დღეა კიდევ არ ჭამს საკვებს.” – ნიკოლოზ ყიფშიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close