რეგიონები

ზუგდიდი – 4 ახალი ინფიცირებული პაციენტიდან 3 არასრულწლოვანია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე კიდევ ოთხი ადამიანის ბიოლოგიური მასალის კვლევა დასრულდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრში აცხადებენ, ოთხივე პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. აქედან, სამი არასრულწლოვანია. ისინი 52 წლის ზუგდიდელი კოვიდინფიცირებული მამაკაცის კლასტერთან დაკავშირებული პირები არიან. ერთი ოჯახის წევრია, ხოლო ორი ნათესავი.

ამასთან, მეოთხე ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს.

ზუგდიდში გამოკვლეულ 139 ადამიანს დღეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ზემოთ აღნიშნული ოთხი პირის ტესტი კი, ხელმეორედ ჩატარდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close