Slider

„32 წლის წინ ამაღლდა ეს დიდი ადამიანი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზუსტად გასაყარზე“ – კონსტანტინე გამსახურდია

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. იგი 32 წლის წინ, 1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გერმანიაში საქართველოს დესპანი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

„კიდევ ერთი 13 ოქტომბერი დადგა. 32 წლის წინ ამაღლდა ეს დიდი ადამიანი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზუსტად გასაყარზე. ეს იყო ეპოქების გასაყარიც…. მეგობრის გვერდზე მერაბის ეს ლექსი შემხვდა. შეეფერება დღევანდელობას.
*
მზე გადაიხარა…
ალბათ მოშუღართა იქნება შერიგება,
შურისგების
არც ერთი მისხალი
სისხლის არიდება!
ჩადგება ქარიშხალი
დარჩება…
მხოლოდ გარინდება.
ყოველი საწყისი სასრულს ჩაბარდება
შეწყდება სიკვდილი,
შეწყდება, დაბადება,
ცდომილთა დუნე სიარული,
ყოველივე,
სიბრძნეც კი განქარდება
დარჩება…
მხოლოდ სიყვარული.
აღარც აქა და აღარც იქა,
არც საიქიოს, არც სააქაოს…
და რომ განმართლდეს ძველი იგავი
ან ნურსად იქნები,
ან ყველგან იყავი.“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close