მსოფლიო

28 წლის ქალი ნიანგს შიშველი ხელებით შეებრძოლა და ტყუპისცალი კბილებიდან გამოგლიჯა

ინგლისის ბერკშირის საგრაფოს ქალაქ სანდჰერსტში მცხოვრები ქალი რამდენიმე დღეა, სიცოცხლისთვის იბრძვის მას შემდეგ, რაც ტყუპისცალმა დამ ნიანგის კბილებიდან იხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Evening Standard ავრცელებს.

2021 წლის მარტში, 28 წლის მელისა ლორი ტყუპ დასთან, ჯორჯიასთან ერთად მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ გაემგზავრა.

მაისის ბოლოს დები მექსიკაში ჩავიდნენ. ტრაგედიის დღეს მელისა და ჯორჯია ტურისტების ჯგუფთან ერთად, კურორტ პუერტო ესკონდიდოდან 16 კილომეტრში, ბიოლუმინესცენტურ წყალში ნავებით სეირნობდნენ.

მოულოდნელად, წყლიდან ნიანგი გამოჩნდა, რომელმაც მელისას კბილები ჩაავლო და წყალში ჩაითრია. ჯორჯიამ დის კივილი გაიგო და მის დასახმარებლად გაცურა. რამდენიმე წუთის შემდეგ მამაცმა ქალმა წყალში უგონოდ მწოლი და დაინახა და მისი ნაპირზე გაყვანა სცადა, მაგრამ ყველა მხრიდან ნინგებმა შეუტიეს. მელისამ ნიანგს თავში რამდენჯერმე დაარტყა და დასთან ერთად, ნავთან მიცურდა. ჯორჯია საავადმყოფოში მოათავსეს.

ტყუპების დედამ, სიუ ლორიმ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ორივე და საშინლად დაკბენილია. ამასთან, მელისას ფილტვებში წყალი ჰქონდა და სისხლს ახველებდა. ექიმებმა ის ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გადარჩება თუ არა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close