საზოგადოება

“28 დღე გათიშული ვიყავი, ბევრჯერ თქვეს ექიმებმა, ეს ამ ღამეს ვერ გაატანსო… თვალი რომ გავახილე, ყველა შოკში იყო”

28 დღე ვიყავი გათიშული, აპარატი ფილტვებს 100%-ით ბერავდა, სატურაცია 80%-ზეც ვერ აჰყავდათ. მსოფლიოში საუკეთესო ინფექციონისტებმა ვინც უშუალოდ მკურნალობდნენ, პირდაპირ უთხრეს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას, რომ ალბათ იმ ღამეს ვერ გავიტანდი, – ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, COVID19-ით ინფიცირებისა და იო­ჰა­ნეს­ბურ­გის კლინიკაში გატარებული დღეებზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ექსკლუზიურად ისაუბრა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი იო­ჰა­ნეს­ბურ­გის კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, Milpark Hostpitals-ში ერთ თვე­ზე მეტი ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე იყო და რო­გორც იხსენებს, მისი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ლევან მაისაშვილი სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა.

და­მი­ჯე­რეთ, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩემი წვლი­ლი ყვე­ლა­ზე მცი­რეა. მე ვი­სარ­გებ­ლებ შე­საძ­ლებ­ლო­ბით და ბო­დიშს მო­ვუხ­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვინც ჩემ­ზე ნერ­ვი­უ­ლობ­დაგან­სა­კუთ­რე­ბით, რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვაგ­დე ჩემი ოჯა­ხი. ამ ბრძო­ლა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა სა­პატ­რი­არ­ქომბევ­რმა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მარომ­ლებ­მაც ლოც­ვა არ შე­ა­ჩე­რესრაგ­ბის კავ­ში­რის ოპე­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბის შე­დე­გად მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კა­ში მოვ­ხვდიცალ­კე აღ­სა­ნიშ­ნიაიქა­უ­რი ექი­მე­ბის და ქარ­თვე­ლი ექი­მისვახ­ტანგ რეხ­ვი­აშ­ვი­ლის გმი­რო­ბის ამ­ბა­ვიმოკ­ლედუამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო ამ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო. 6 ივ­ლისს მო­მა­თავ­სეს ჰოს­პი­ტალ­ში, 8 რი­ცხვი­დან უკვე აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს. 28 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­თი­შუ­ლი ვი­ყა­ვიაპა­რა­ტი ფილ­ტვებს ბე­რავ­და 100 პრო­ცენ­ტით და სა­ტუ­რა­ცია 80 პრო­ცენტზე ვერ აჰ­ყავ­დათბევ­რჯერ დად­გა სა­კი­თხი და ბევ­რჯერ უთხრეს, რაგ­ბის კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას იქა­ურ­მა ექი­მებ­მა, რომ ამ ღა­მეს ვერ გა­ა­ტან­სოერ­თა­დერ­თი ვახ­ტანგ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­საც ბო­ლომ­დე სჯე­რო­და, რომ გა­მოვ­ძვრე­ბო­დი. აქვე უნდა ვთქვა, რომ ვარ ერთი დო­ზით აც­რი­ლი. ორი დო­ზით აცრა ვერ მო­ვას­წა­რივა­დებ­ში ვერ ჩა­ვე­ტიერად­გან მო­მი­წია გამ­გზავ­რე­ბაფაქ­ტია, რომ ვინც აც­რი­ლი იყო, მათ ეს პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნი­ათ“, – ამ­ბობს მა­ი­საშ­ვი­ლი.

ლევან მაისაშვილის ინფორმაციით, ის ახლა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას გა­დის, რომ ფილ­ტვე­ბის ფუნ­ქცი­ის სრუ­ლად აღ­დგე­ნა მოხ­დეს. „არა­ვინ არ ელო­დაუც­ბად გა­ვა­ხი­ლე თვა­ლიმთე­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი შოკ­ში იყო. ამის შემ­დეგ პროგ­ნო­ზი იყო, რომ 3-დან 6 თვემ­დე დამ­ჭირ­დე­ბო­და რე­ა­ბი­ლი­ტა­ციარე­ა­ლუ­რად 10 დღე­ში უკვე გა­მოვ­კეთ­დისა­ბო­ლოო ჯამ­ში ერთი თვე დამ­ჭირ­და, რომ აქეთ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვიზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ ჩემი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია აქ უკეთ წა­ვი­დო­დაჩა­მოს­ვლის დღი­დან სა­ტუ­რა­ცია და­ლა­გე­ბუ­ლი მაქვს, ჟანგბა­დი აღარ მჭირ­დე­ბაწნე­ვე­ბიც და­მი­რე­გუ­ლირ­დაამ­ჟა­მად ფილ­ტვებს უნდა სე­რი­ო­ზუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია“, – აღ­ნიშ­ნა მა­ი­საშ­ვილ­მა.

ლევან მა­ი­საშ­ვი­ლი 2021 წლის ივ­ლის­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში და­ინ­ფი­ცირ­დასა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა ტესტ-მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა. მას ფილ­ტვე­ბი დაუზიანდა და კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იო­ჰა­ნეს­ბურ­გის კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, Milpark Hostpitals-ში ერთ თვე­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურნალობდა. მან კორონავირუსი ექიმების დახმარებით დაამარცხა. ​

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close