სამართალი

26 მაისს სამივე აქ წარმოდგენილი პროკურორი პროკურატურის სისტემაში მუშაობდა – სააკაშვილის ადვოკატი

არ შეიძლებოდა თურმე 26 მაისს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ ვიზიტი გაეკეთებინა

ადვოკატმა ბექა ბასიალაიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურორი გიორგი მუჯირი ხელისუფლეის პროპაგანდისტად მოიხსენია და მისი აცილება მოითხოვა. უფლებდამცველის განმარტებით, სამივე პოკურორი ხელისუფლებამ არასორად შეარჩია, რადგან სამივე მათგანი 26 მაისს ანუ საპროტესტო აქციის დაშლის დროს, პროკურატურაში მუშაობდა.

“საზოგადოებამ მძაფრად უნდა აღიქვას, რა დროს ხდებობდა ამ ხარჯის გაწევაო”, ანუ მისი მთავარი ამოცანა არის არა ის, რომ კონკრეტული ფაქტების ირგვლივ სამართლებრივი შეფასება მივიღოთ, არამედ ის, საზოგადოებამ აღიქვას რაღაცეები მძაფრად და მოხდეს პოლიტიკური აზრის ფორმირება მოცემული საქმის ირგვლივ. და როდესაც პროკურორის ამოცანაა პოლიტიკური აზრის ფორმირება, ის საქმეზე მბარდელბელი არ არის. ის საქმეზე არის ხელისუფლების პროპაგანდისტი. ამავე დროს, უნდა ხაზი გაესვას, რომ საამისოდ  ძალიან ცუდად არიან შერჩეულები პროპაგანდისტები ამ საქმეზე, როდესაც 26 მაისზე საუბრობენ, რომ არ შეიძლებოდა თურმე ამ დროს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ ვიზიტი გაეკეთებინა, 26 მაისს სამივე აქ წარმოდგენილი პროკურორი პროკურატურის სისტემაში მუშაობდა… პიდესტალიდან საუბარი უნდა გეუხერხულებოდეთ, – განაცხადა ბასილაიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close