მსოფლიო

22 წლის მუსიკოსს სიმღერის გამო ჩამოხრჩობა მიუსაჯეს

ნიგერიის ქალაქ კანოს მცხოვრებს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ WhatsApp-ის საშუალებით მეგობრებს მკრეხელური სიმღერა გაუგზავნა. ამის შესახებ Daily Mirror წერს.

22 წლის მუსიკოსს, იახაია შარიფ-ამინს (Yahaya Sharif-Aminu) სასიკვდილო განაჩენი სიმღერის გამო გამოუტანეს, რომელშიც მუსლიმანური ტრადიციის და ყურანის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული, წინასწარმეტყველი მუჰამედი უხამსად მოიხსენია.
სასამართლოზე ბრალდებულმა, რომელსაც იმ დროისთვის ადვოკატი არ ჰყავდა, ბრალი აღიარა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ ამით დიდი შეცდომა დაუშვა.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის ნიგერიელმა დირექტორმა ოსაი ოჯიგომ პეტიცია მოამზადა, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ხელი ათობით ათასმა ადამიანმა მოაწერა და ადგილობრივ ხელისუფლებას სასიკვდილო განაჩენის გამოუქმებისკენ მოუწოდა. ამის მიუხედავად, შტატის გუბერნატორს გადაწყვეტილი აქვს, რომ სასიკვდილოი განაჩენს ხელი მოაწეროს – ამას უყოყმანოდ გავაკეთებ – განაცხადა პოლიტიკოსმა.

უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები სასამართლოს ვერდიქტით შეშფოთებულები არიან. „საკუთარი პოზიციის მუსიკალურად გადმოცემა, თუნდაც ეს მორწმუნეების გრძნობებს შეურაცხყოფდეს, საერთაშორისო სამართლით დაცულია. თვითგამოხატვის ამ გზის კრიმინალიზაცია უკანონოა. მუსიკა დანაშაული არაა“ – აცხადებენ ისინი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close