სხვადასხვა

2024 წლის ოლიმპიური თამაშების გულშემატკივრები პარიზში მფრინავი ტაქსებით ისარგებლებენ

პარიზის სატრანსპორტო სისტემაზე დატვირთვა უნდა შემცირდეს

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, პარიზთან მფრინავი ტაქსების ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი 2024 წლის ოლიმპიური თამაშებია, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ჩატარდება. პროექტის მიზანი სულ მცირე ორი საჰაერო მარშრუტის შედგენაა, რომლითაც გულშემატკივრები ისარგებლებენ. შედეგად, პარიზის სატრანსპორტო სისტემაზე დატვირთვა უნდა შემცირდეს.

ტესტირებაში 30-მდე მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის Volocopter-იAirbus-ი, Vertical Aerospace and Ascendance-იLilium-ი და Joby Aviation-ი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close