Slider

2020 წელს საქართველოში დემოკრატიული მაჩვენებლები გაუარესდა – “ფრიდომ ჰაუსი”

“ამიერიკის  ხმა” აქვეყნებს ფრიდომ ჰაუსის” 2021 წლის ანგარიშის შესახებ სტატიას, რომელსაცპროგრესნიუსიუცვლელად გთავაზობთ:

“შესწორება: სტატია ეფუძნება “ფრიდომ ჰაუსის” 2021 წლის ანგარიშს, რომელიც 2020 წელს აფასებს და შესაბამისად, სიახლეს არ წარმოადგენს.“ამერიკის ხმის” რედაქცია ბოდიშს უხდის მკითხველს დაშვებული შეცდომისთვის.

„ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. ქვეყანას, რომელსაც ორგანიზაცია გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს, გასულ წელს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს ეს მაჩვენებელი 36-ს შეადგენს.

  • დემოკრატიის პროცენტი 36.31 (უმაღლესი ქულა 100)
  • დემოკრატიის ქულა 3.18 (უმაღლესი ქულა 7)

ანგარიშის მიხედვით, გაუარესებულია დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ქულა 3.75-დან 3.50-მდე დაეცა.

საქართველოს ქულა გაუარესებულია გლობალური თავისუფლების კუთხითაც. საქართველოს მაჩვენებელი 61-დან 60 ქულაზე დავიდა. ორგანიზაციის კრიტერიუმებით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა.

ძირითადი ქულა ორი პუნქტისგან შედგება:
  • პოლიტიკური უფლებები 40 ქულიდან 23
  • სამოქალაქო თავისუფლებები 60 ქულიდან 37

მიუხედავად გაუარესებული მაჩვენებლისა, საქართველო რეგიონში კვლავ ლიდერია. გლობალური თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანს 10 ქულა აქვს, რაც ნიშნავს რომ „ფრიდომ ჰაუსის“ კრიტერიუმებით, ქვეყანა თავისუფალი არ არის. სომხეთის მაჩვენებელი 55 ქულას შეადგენს და საქართველოს მსგავსად, ის ნახევრადთავისუფალი ქვეყნების რიგებში ხვდება. აზერბაიჯანთან შეადარებით, უკეთესი მაჩვენებელი არის რუსეთში, ქვეყანამ წელს 20 ქულა აიღო, რაც ასევე ნიშნავს, რომ რუსეთი არათავისუფალი ქვეყნების რიგებში მოხვდა.

საქართველოს კვლავ ჰყავს სამთავრობო კომენტატორები ინტერნეტში

მაღალი რეპუტაციის მქონე უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ ინტერნეტის თავისუფლების მხრივ 2021 წელს მსოფლიოში არსებული ვითარებაც შეაჯამა.

ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ქულა გაუმჯობესებულია, თუმცა კვლავ რჩება პრობლემური საკითხები. მათ შორის ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ ე.წ. სამთავრობო კომენტატორები.ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ამ გზით საქართველოში მთავრობა ინტერნეტ საზოგადოებაზე გავლენას ახდენს.

9 პუნქტიდან საქართველოში „ფრიდომ ჰაუსმა“ მხოლოდ ერთი პუნქტის დარღვევა დააფიქსირა თუმცა ეს არის ე.წ. უცვლელი პრობლემა ბოლო 3 წლის განმავლობაში.

ორგანიზაციის კრიტერიუმების მიხედვით გამოყვანილი შეფასებებით, თუ საქართველოს გასულ წელს 100-დან 76 ქულა ჰქონდა, წელს ეს მაჩვენებელი 100-დან 77 შეადგენს. რაც ნიშნავს, რომ ქულა გაუმჯობესდა.

თავების მიხედვით ქულები კი ასე გამოიყურება:

  • ინტერნეტზე წვდომის მხრივ არსებული დაბრკოლებები – 25 ქულიდან 19.
  • შეზღუდვები კონტენტზე – 35-დან, 31 ქულა
  • მომხმარებლების უფლებების დარღვევა – 40 ქულიდან, 27

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, თუ 2020 წელს საქართველოში არსებობდა სოციალურ ქსელებში დაწერილი კომენტარის გამო პირის პასუხისმგებლობის დაყენების ფაქტი, 2021 წელს ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. კვლევაში შეშფოთებაა გამოხატული, რომ საქართველოში კიბერუსაფრთხოება მაღალ დონეზე დაცული არ არის. ორგანიზაცია თვლის, რომ გარე საფრთხეები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოში ამ დრომდე არის რეგიონები, სადაც ინტერნეტის მიწოდება ვერ ხდება, რადგან ინფრასტრუქტურა გამართული არ არის.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მობილური ინტერნეტი უფრო გავრცელებულია, თუმცა არა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მაგრამ, ანგარიშში აღნიშნულია რომ გასულ წლებთან შედარებით გაზრდილია ყოველდღიურად ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი.

კვლევით ირკვევა, რომ 2021 წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში უფროსი ასაკის პირთა 77.4 პროცენტმა ინტერნეტით ისარგებლა. თითქმის 21.4 პროცენტს კი ინტერნეტი არასდროს გამოუყენებია.

„ფრიდომ ჰაუსის“ მონაცემების მიხედვით საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close