Sliderპოლიტიკა

20 ივნისის შემდეგ გახარიას არგადაყენების მიზეზებზე კობახიძე ერთი წლის შემდეგ ისაუბრებს

20 ივნისის შემდეგ იყო ერთ-ერთი სერიოზული გარჩევა, სადაც კახა კალაძე ყველაზე აქტიურად საუბრობდა იმაზე, რომ ამ ვითარებაში აუცილებელი იყო გახარიას გადადგომა და ამას პრაქტიკულად უმრავლესობამ მხარი დაუჭირა, თუმცა რაღაც კონკრეტული მომენტის გამო ეს შეიცვალა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ მომავალ წელს ალბათ იქნება დრო, რომ თქვას, რა იყოს ეს კონკრეტული მომენტი, როდესაც გიორგი გახარია შს მინისტრობიდან არ გადადგა.

„მაშინ, გუნდის ხელმძღვანელობაში მომწიფებული იყო გახარიას შს მინისტრობიდან გადადგომის გადაწყვეტილება, თუმცა რაღაც მომენტმა ეს ყველაფერი შეცვალა. ამის შემდეგ იყო კოვიდის პერიოდი, მან ეფექტურად მართა კოვიდი და დღემდე მე ამ აზრზე ვარ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close