სხვადასხვა

18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეოროიდი „7482“ მოუახლოვდება – CNN

18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრის სიგანის ასტეოროიდი „7482“ მოუახლოვდება. ის, მომდევნო 2 საუკუნის პროგნოზების გათვალისწინებით, ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლოს იქნება, – ამის შესახებ CNN-ი წერს.

ასტეროიდი, რომელიც 1994 წელსაა აღმოჩენილი, 76 192 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. არავინ ელის, რომ მოძრავი სხეული დედამიწას შეეჯახება, თუმცა, ეს მოვლენა სწორედ პლანეტასთან მოახლოების მანძილითაა გამორჩეული. ის დედამიწისგან 1 609 344 კილომეტრის მოშორებით იქნება.

ეს არაა ყველაზე დიდი ასტეროიდი, რომელსაც დედამიწისთვის ჩაუვლია. ამ მხრივ, პირველობა ასტეროიდ 3122 Florence-ს ეკუთვნის. მისი სიგანე 9 კილომეტრს აღწევს და ბოლოს პლანეტას 2017 წლის 1-ელ სექტემბერს ჩაუარა.

აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) პროგნოზით, ასტერიოდი „7482“ დედამიწას თბილისის დროით 01:51 საათზე (ღამით) ჩაუვლის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close