საზოგადოება
111 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა
რესპუბლიკური საავადმყოფოდან 111 წლის ქალს გაწერენ, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი სამეგრელოდანაა. მას კორონავირუსის საშუალო სიმძიმის ფორმა ჰქონდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.