საზოგადოება

„105 წლამდე უნდა ვაცოცხლო – დაპირებული ვარ“ – თამარ ჩერგოლეიშვილის 90 წლის ბებიამ კორონავირუსი დაამარცხა

„ტაბულას“ დაფუნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ეს 90 წლის რუსო ბებოა.
ყველაზე მეტად ამას ვუფრთხილდებოდით, წელიწადზე მეტია წესიერად არ გვინახავს.
105 წლამდე უნდა ვაცოცხლო – დაპირებული ვარ.
თავის დაბადების დღეზე, მარიამობას – ორჯერ აცრილს შეხვდა კორონა.
მე ყველა ცრურწმენა ავამუშავე – არ ვწერდი, სანამ არ გამოჯანმრთელდა, მეთქი “თვალი არ ეცეს”.
მოკლედ, არც სიცხე ჰქონია, არც ხველა.
გემო დაკარგა და საშინელი დრამა გამართა – ძალიან დიდი დისკომფორტია, გოჭს ვჭამ და გემოს ვერ ვგრძნობო.
მოკლედ, გემოც დაუბრუნდა.
ბებიამ და ასტრა ზენეკამ უმტკივნეულოდ დაამარცხეს კორონა.
თანამედროვე მედიცინა ❤️
მედდებს – ეკას, თამარას და ნუცას უდიდესი მადლობა, რომ ბებიაჩემს ასე კარგად მოუარეს <3 “ წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, ზის და შენობაში-(ი)ს გამოსახულება
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close