საზოგადოება

10-20 შემთხვევაზე წირვა-ლოცვის აკრძალვას და ეკლესიების დაკეტვას ითხოვდნენ, ახლა ამ მასკარადს მართავენ – ხათუნა სამნიძეს სოცქსელში დაუპირისპირდნენ

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ სოციალურ ქსელში ბათუმში გამართული აქციის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით – „აჭარა ირჩევს გაერთიანებულ ოპოზიციას! ძალა ერთობაშია“.

პოსტს და ზოგადად, ბათუმში გამართულ აქციას Facebook-ში აკრიტიკებენ.

„როცა კორონა დღეში 10, 20, 25 შემთხვევა იყო, ეს ქალი და მისი თანაპარტიელები წირვა-ლოცვის აკრძალვას და ეკლესიებისთვის ბოქლომების დადებას ითხოვდნენ… ახლა როცა დღეში ლამის 1000 შემთხვევა ფიქსირდება ყველაზე ცხელ წერტილში, ამ მასკარადს მართავენ და თან ამაყობენ, აგიზგიზებულ ცეცხლს ნავთს რომ ასხამენ… ეს უპასუხისმგებლო ტერორისტები!

ხალხი თუ გკიდიათ, ქვეყანა თუ გკიდიათ, თქვენი თანაპარტიელის მამის ხსოვნას მაინც ეცით პატივი, დღეს კორონათი რომ დაიღუპა.. ამიტომაც გაგცემთ ხალხი პასუხს 31 ოქტომბერს, დიახ, ხალხი და არა სექტა. დღეს ასე უმოწყალოდ რომ შეყარეთ ერთ ადგილას სხვადასხვა რეგიონიდან“, – წერს ბათუმში მცხოვრები მარინა ნადირაშვილი, რომლის ოჯახის წევრი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

„პრაიმტაიმი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close