საზოგადოება

„10-14 დღეში ბათუმში  ახალი, მძლავრი კერა იფეთქებს და შემდეგ ხელისუფლებას ნუ დააბრალებთ“ – ოთარ ჩრდილელი

გუშინ ბათუმის ბულვარში „ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. შეხვედრა ხალხმრავალი იყო. იმ ფონზე როდესაც ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ამომრჩეველთა ნაწილს პირბადე არ ეკეთა, დარღვეული იყო სოციალური დისტანცია.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ოთარ ჩრდილელი რეგულაციების დარღვევით ჩატარებულ აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ბათუმი

N1 ქალაქი, რომელშიც კოვიდის მხრივ უმძიმესი სიტუაციაა და ამ დროს :

უპასუხისმგებლო ოპოზიციამ ცეცხლზე ნავთი დაასხა…

კორონა წინა კარიდან შემოიყვანა და ხალხი დაახვედრა.

10-14 დღეში საოცარი ამბავი იქნება და შემდეგ ხელისუფლებას ნუ დააბრალებთ.
მაგათ მისი ცოდვები ეყოფათ!

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ვანგად და ნოსტრადამუსად ყოფნა ამას არ უნდა, რომ სამწუხაროდ ახალი, მძლავრი კერა იფეთქებს…

P.S.

მაინტერესებს -მასმედია საერთოდ თუ ახსენებს ან თუნდაც შეამჩნევს იმ ფაქტს, რომ უსაფრთხოების ყველანაირი ზომები დარღვეულია.

წესით უპასუხისმგებლო პოლიტიკანებს, ჯოჯოხეთი უნდა მოუწყონ ტელევიზიებმა, თუმცა მეეჭვება.

მავანნი ? ერთი ცომით მოზელილებს ჰგავხართ…“ – წერს ოთარ ჩრდილელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close