სხვადასხვა

10 ცნობილი ადამიანი, რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა არასოდეს ჰქონია

სამყაროში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით თავს იკავებენ ხორციელი სიამეებისგან. მათ შორის არიან მსოფლიოში ცნობილი ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე უბიწონი დარჩნენ და სასიყვარულო ურთიერთობა არ განუცდიათ..

  1. დედა ტერეზა

დედა ტერეზამ მთელი სიცოცხლე ღარიბი და უმწეო ადამიანების დახმარებას შეალია და ეს ფაქტორი მკაცრი კათოლიკური ხასიათის რელიგიურ შეხედულებებთან ერთად ინტიმური სიახლოვისგან იცავდა.

Мать Тереза. \ Фото: google.com.

დედა ტერეზამ რომის კათოლიკური კავშირი „მოწყალების მისიონერები“ დააფუძნა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო 4500 მოწყალების დისთვის არა მხოლოდ კეთილგონიერება, არამედ თანაგრძნობის უნარი და მორჩილება ჩაენერგა. მოწყალების დების მოვალეობებში უღარიბესი ადამიანებისთვის უანგარო დახმარების გაწევა შედიოდა.

Мать Тереза с детьми. \ Фото: dowym.com.
დედა ტერეზა ჰუმანიტარული საქმიანობისთვის 1979 წელს ნობელის პრემია მიენიჭა, ხოლო 2016 წელს პაპმა ფრანცისკემ ის წმინდანად შერაცხა.

დედოფალი ელისაბედ I

ელისაბედ I  – ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი ტიუდორების დინასტიიდან ქვეყანას1559-1603 წლებში მართავდა. ქორწინებაში არყოფნის გამო მეტსახელად, ქალწული-დედოფალი შეარქვეს. ელისამედს მეორე მეტსახელიც ჰქონდა – ბესი, რაც კეთილს ნიშნავს.

Королева Елизавета I. \ Фото: sites.google.com.
ამბობენ, რომ რთული ცხოვრების გამო, დედოფალს სასიყვარულო ურთიერთობის გაბმის არც დრო და არც სურვილი ჰქონდა – სულ პატარა იყო, როცა მამამისმა დედამისს თავიდან მოსაცილებლად სახელმწიფო ღალატი დააბრალა. 1536 წელს ანა ბოლეინს თავი მოჰკვეთეს, ელისაბედს ტახტის პრეტენდენტის ტიტული ჩამოართვეს და ბუშად გამოაცხადეს, მეფე კი ფავორიტ ქალზე დაქორწინდა.

Добрая королева Бесс. \ Фото: inquiremedia.co.uk.
მომხდარი პატარა ელისაბედის მეხსიერებაში მტკიცედ ჩაიბეჭდა. წლების შემდეგ ახალგაზრდა ქალმა გადაწყვიტა, რომ მამაკაცებით გატაცება უბედურების გარდა, არაფერს მოუტანდა, ხოლო ქორწინება მთლიანად ქმარზე დამოკიდებულს გახდიდა. თავისუფლებისმოყვარე ელისაბედს რკინის ნერვები და მტკიცე ნებისყოფა ჰქონდა. ის უდიდესი პოლიტიკოსი და მმართველი იყო, რომელსაც ძალაუფლების გაყოფა არავისთან სურდა და სიკვდილამდე უბიწოდ დარჩენა არჩია. ელისაბედის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ ტიუდორების დინასტია შეწყდა.

  1. იმანუელ კანტი

გერმანელმა ფილოსოფოსმა იმანუელ კანტმა მთელი სიცოცხლე საკუთარ სამეცნიერო კვლევებსა და თეორიებს მიუძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი გახლდათ და ათეისტადაც მიაჩნდათ,  ბიბლია კანტის სამაგიდო წიგნი იყო.

Иммануил Кант. \ Фото: aforismi.meglio.it.
„თავისი შინაარსით ბიბლია თავად ადასტურებს მის ღვთაებრივ წარმოშობას. ბიბლია ყველაზე ძვირფასი რამაა, რის გარეშეც, მე უბადრუკ მდგომარეობაში ვიქნებოდი. ჩემს მიერ წაკითხულ არც ერთ წიგნს არ მოუტანია ისეთი სიმშვიდე, როგორც უფლის სიტყვას – ბიბლიას“- ამბობდა ფილოსოფოსი.
სამეცნიერო საქმიანობაში ჩაფლულ მეცნიერს სასიყვარულო შეხვედრებისთვის დრო არ რჩებოდა, თუმცა ამას დიდად არც განიცდიდა. იმანუელ კანტი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა ისე, რომ ქალთან სიახლოვე არ განუცდია.

  1. ჰენრი ჯეიმზი

ამერიკელი მწერალი და კრიტიკოსი, ჰენრი ჯეიმზ უფროსის ვაჟი და ფილოსოფოსისა და ფსიქოლოგი უილიამ ჯეიმზის ძმა. ცხოვრების უმეტესი ნაწილი ევროპაში გაატარა და სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ბრიტანეთის სუბიექტი გახდა. ცნობილია რომანებით, ნოველებითა და მოთხრობებით ცნობიერებასა და მორალის თემებზე. სამჯერ იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე.

Генри Джеймс. \ Фото: oggito.com.

არსებობს რამდენიმე ისტორია იმაზე თუ რატომ დარჩა ჯეიმზი სიცოცხლის ბოლომდე მარტოხელა, უბიწო მამაკაცად.  ერთ-ერთის თანახმად, ჰენრი საკუთარ ბიძაშვილზე, მერიზე იყო შეყვარებული, მაგრამ მასთან ინტიმური სიახლოვის პანიკურად ეშინოდა. მეორე ვერსიის თანახმად, მას ქალებზე მეტად მამაკაცები მოსწონდა, თუმცა მათთან ურთიერთობას გაურბოდა.

  1. ჰერბერტ სპენსერი

ფილოსოფოსი, ბიოლოგი და ანთროპოლოგი ჰერბერტ სპენსერი უზომოდ ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო და ერთადერთი, რაშიც წარმატებას ვერ მიაღწია, სასიყვარულო ურთიერთობები გახლდათ.

Герберт Спенсер. \ Фото: hi.justinfeed.com.

ზოგი ამას მის საშინელ სქოლიოზს მიაწერს, ზოგი კი იპოქონდრიულ აშლილობას. (იპოქონდრია, იგივე იპოქონდრიული აშლილობა ასახავს მდგომარეობას, რომლის დროსაც ადამიანები ხანგრძლივი დროის განმავლობაში დარწმუნებულები არიან, რომ მძიმე სენი ჭირთ, მიუხედავად იმისა თუ რას ამბობენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და კონკრეტული კვლევის შედეგები)

  1. ჰანს ქრიატიან ანდერსენი

დანიელი პოეტი და მეზღაპრე ჰანს ქრიატიან ანდერსენი ღარიბი მეწაღის შვილი იყო. მას ბავშვობაში დიდი წარმოსახვის უნარი აღმოაჩნდა, რაც დედამისის ცრუმორწმუნეობამ უფრო გააძლიერა. მამა 1816 წელს გარდაეცვალა და მომავალ მწერალს თავის რჩენა თავად უწევდა. მან შეწყვიტა სკოლაში სიარული, თავადვე ააგო თოჯინების პატარა თეატრი და დაიწყო თავისი მარიონეტებისთვის ტანსაცმლის კერვა.

Ганс Христиан Андерсен. \ Фото: bt.dk.

1822 წელს ანდერსენმა გამოსცა თავისი პირველი წიგნი “მოჩვენება პალნატოკის საფლავზე”. 1835 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ზღაპრები, რომელთა მნიშვნელობა თავიდანვე არ იქნა აღიარებული და არც კი იყიდებოდა.1838 წელს გამოვიდა ზღაპრების მეორე სერია, 1845 წელს კი – მესამე. მიუხედავად იმისა, რომ ზღაპრები ანდერსონს ბავშვებისთვის არ დაუწერია, ისინი სწორედ მოზარდებში გახდა პოპულარული.
თავის დღიურებში ანდერსენი წერდა, რომ ინტიმური სიახლოვის სასტიკი წინააღმდეგია. რამდენიმე უპასუხო სიყვარულის შემდეგ (რომლებზეც ასევე, დღიურებში წერდა) დიდმა მეზღაპრემ მარტო დარჩენა არჩია და სიცოცხლის ბოლომდე უბიწო დარჩა.
1872 წელს გამოვიდა ანდერსენის ბოლო ზღაპრები. ამავე წელს მან ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია ასისტენის სასაფლაოზე, კოპენჰაგენში.
ანდერსენის ყველაზე ცნობილი ზღაპრებია: “თოვლის დედოფალი”, “საძაგელი ბატის ჭუკი”, “ცეროდენა”, “ტყვიის ჯარისკაცი”, ”ქალთევზა”, “მეფის ახალი კაბა” და უამრავი სხვა.

  1. ნიკოლა ტესლა

ნიკოლა ტესლა იყო უდიდესი გამომგონებელი. ალბათ არ არსებობს მეცნიერი, რომლის სახელსაც ამდენი საიდუმლო უკავშირდებოდეს, რამდენიც ტესლას. ზოგი გენიოსად თვლიდა, ზოგიც – შეშლილად, მაგრამ სწორედ ტესლას უნდა ვუმადლოდეთ, რომ ჩვენს ბინებში დღეს ელექტროობა გვაქვს.
გამომგონებელმა სიცოცხლის უდიდესი ნაწილი ნიუიორკის სასტუმროს ნომრებში გაატარა. ყოველ საღამოს ზუსტად, 20:10 წუთზე ვახშმობდა და ძილის წინ ფეხის თითებს ასჯერ მაინც ატკაცუნებდა, რომ ტვინის სტიმულირება მოახდინა.

Никола Тесла. \ Фото: pearltrees.com.

უცნაური ხასიათის მიუხედავად, ტესლას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, თუმცა არასოდეს უცდია სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა, რადგან მეცნიერების მსახურება უკეთეს ხვედრად მიაჩნდა.

8. ლუის კეროლი

ლუის კეროლის შედევრებს „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ და „ელისი სარკისმიღმეთში“ ადრეული სიყმაწვილიდან ვკითხულობთ და სხვადახვა ასაკში არაერთხელ ვუბრუნდებით.

Льюис Кэрролл. \ Фото: mentisommerse.it.
მოარული ხმების თანახმად, კეროლი რეალურ ცხოვრებაში უზომოდ იყო შეყვარებული პატარა ელისზე, რომლის წყალობითაც შეიქმნა წიგნი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა. შესაძლოა, კეროლი საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, რომ ბავშვის მიმართ არაჯანსაღი ლტოლვა ჰქონდა, თუმცა ფაქტია, რომ მას რომანი არავისთან ჰქონია და არც ცოლი მოუყვანია. მწერალმა მთელი ცხოვრება ელისზე დაკვირვებას და ფარულ ოცნებებს მიუძღვნა და მარტოობაში აღესრულა.

9. ისააკ ნიუტონი

ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი ისააკ ნიუტონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გავლენიანი მეცნიერი გახლავთკაცობრიობის ისტორიაში, თუმცა ზემოთ ხსენებული ადამიანების მსგავსად, სასიყვარულო ურთიერთობები მასაც ნაკლებად აინტერესებდა. მისი თანამედროვეები ამტკიცებენ, რომ ნიუტონს სასიყვარულო ურთიერთობა არასოდეს განუცდია, ფრანგი ფილოსოფოსი კი ნიუტონს ახასიათებდა, როგორც ვნებისგან სრულიად დაცლილ ადამიანს. ვოლტერის თქმით, „ის იყო სრულიად უგრძნობი რაიმე ვნების მიმართ, არ ექვემდებარებოდა კაცობრიობის ზოგად სისუსტეებს და არავითარი კავშირი არ ჰქონდა ქალებთან.“

Сэр Исаак Ньютон. \ Фото: sandesh.com.
ჭორების თანახმად, ნიუტონს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მათემატიკოს ნიკოლას ფატიო დე დუიესთან, რომელიც სამი წლის შემდეგ, მოულოდნელად გაწყდა. ბევრი მათ ფარულ რომანს მიაწერს, თუმცა სინამდვილეში არავინ იცის ასე იყო თუ არა.

10. ჟანა დ’არკი

ორლეანელი ქალწულის სახელით ცნობილი საფრანგეთის ეროვნული გმირი გლეხის ოჯახში დაიბადა. ასწლიანი ომის დროს ჟანა დ’არკი ინგლისელთა წინააღმდეგ ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

Жанна д'Арк. \ Фото: sputnik-georgia.com.
ისტორიის თანახმად, ჟანას 13 წლის ასაკში ხილვა ჰქონდა, რომელმაც ინგლისთან ასწლიან ომში ჩართვისა და სამშობლოს დახმარებისკენ მოუწოდა. ამ დღის შემდეგ გოგონამ თავისი ხანმოკლე ცხოვრება მთლიანად ომს მიუძღვნა და ფრანგულ ჯარს სათავეში ჩაუდგა.
სისხლისმღვრელ ბრძოლებში ჩართულ ახალგაზრდა ქალს სასიყვარულო თავგადასავლებისთვის არ ეცალა, 19 წლის ასაკში კი სიკვდილით დასაჯეს. 1430 წლის 23 მაისს ღალატის შედეგად ჟანა ტყვედ ჩაიგდეს ინგლისის მომხრე ბურგუნდოელებმა და ინგლისელებს მიჰყიდეს. ქალაქ რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე ჟანა დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და კოცონზე დაწვეს.1456 წლის 7 ივლისს ორლეანელი ქალწული რეაბილიტირებულად გამოცხადდა და კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close