ეკონომიკა

10 პროდუქტი, რომელიც ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქსტატის ინფორმაციით, სექტემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 12,3% იყო. აღსანიშნავია, რომ სექტემბერში 10 ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტიდან 7 სურსათს მიეკუთვნება.

საქსტატის ინფორმაციით, წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სწორედ სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 15,9%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 4,99%-იანი წვლილი შეიტანა.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი წლის ჭრილში ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სასაქონლო ჯგუფში გარდა კავშირგაბმულობისა და ტანსაცმლისა.

ასეთია იმ 10 პროდუქტის ჩამონათვალი, რომელიც სექტემბერში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა:

  1. ბადრიჯანი — გაძვირდა 152%-ით;
  2. კიტრი — გაძვირდა 82%-ით;
  3. მზესუმზირის ზეთი — გაძვირდა 77%-ით;
  4. მწვანილი — გაძვირდა 72%-ით;
  5. თერმომეტრი — გაძვირდა 68%-ით;
  6. ჭარხალი — გაძვირდა 65%-ით;
  7. სტაფილო — გაძვირდა 61%-ით;
  8. კომბოსტო — გაძვირდა 58%-ით;
  9. ლურსმანი — გაძვირდა 46%-ით;
  10. ბენზინი — გაძვირდა 44%-ით.

გარდა ამისა, ფასები მომატებულია კიდევ 257 დასახელების პროდუქტსა და მომსახურებაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, გაიაფდა 28 დასახელების პროდუქტი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close