Uncategorized

1-ლი ივლისიდან საქართველოში ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის კონტროლი დაიწყება

მთავრობამ ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესი დაამტკიცა.

როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს ქიმიური ნივთიერების ტყვიის და მისი ნაერთების დასაშვები ზღვრული რაოდენობის შემცველობის შესახებ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე.

რეგლამენტის თანახმად, ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 0.009%-ზე (90 ppm-ზე) მეტ ტყვიას (მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით) საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან.

დადგენილება 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
წყარო: bpn.ge
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close