მსოფლიო

ჯო ბაიდენმა 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი

ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. პირველი ბრძანება ითვალისწინებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა ფედერალურ შენობაში და ტერიტორიაზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავალდებულო ხდება როგორც პირბადის ტარება, ასევე სოციალური დისტანცირების დაცვა. პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანება მომდევნო 100 დღის განმავლობაში იმოქმედებს.

კიდევ ერთი ბრძანება, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი ინაუგურაციიდან რამდენიმე საათში მოაწერა ამერიკის შეერთებული შტატების პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმებიდან ამერიკა 2017 წელს გამოვიდა.

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააუქმა და გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც განსაზღვრავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

თეთრ სახლში ამ წუთებში ბრიფინგი მიმდინარეობს, სადაც ჯო ბაიდენის პრესსპიკერმა თქვა, რომ ხვალ ამერიკის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი პირველ შეხვედრას გამართავს თვეების შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

“ხვალ ინტერნეტის საშუალებით ენტონი ფაუჩი გამართავს შეხვედრას და დაიწყება მუშაობა, რათა ამერიკელი სპეციალისტები აქტიურად ჩაერთნონ ორგანიზაციის საქმიანობაში,” – განაცხადა ჯენ პსაკიმ თეთრ სახლში გამართულ პირველ ბრიფინგზე.

„ამერიკის ხმა“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close