პოლიტიკა

„ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალიღა აკლდა და ისიც გამოჩნდა“ – ლევან ლორთქიფანიძე

ამ ქვეყანას “კარფურის” “გუდვილითა” და “ნიკორათი” ჩანაცვლება არ სჭირდება !!! დიდი ვერაფერი შეღავათია! – ასეეხმიანება პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ბიზნესმენი ლევან ვასაძის პოლიტიკურ განაცხადს.

„ულტრამემარჯვენეობის ტალღამ საქართველომდეც მოაღწია, ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალიღა აკლდა და ისიც გამოჩნდა – ლევან ვასაძემ პოლიტიკაში შემოაბიჯა. თავდაპირველად, კარგზე გავამახვილოთ ყურადღება.

თავიდან ბოლომდე ვუსმინე ჯვრიანი კომბლით შეიარაღებული კაცის პრეს-კონფერენციას. ფაქტია, რომ მას და მის გარემოცვას ყველაფერი კარგად აქვთ დაგეგმილი და გააზრებული, თავიანთ შეხედულებებს პოლიტიკის მეცნიერებაში აღიარებული, მკაფიო კატეგორიებით აყალიბებენ, აქვთ ცოდნა, ზუსტად იციან რა უნდათ და თანმიმდევრულობით გამოირჩევიან. ასეთი მიდგომა განსაკუთრებული იშვიათობაა ქართულ პოლიტიკაში.
მაგალითად, ვასაძის მოსმენის შემდეგ ჩემთვის მკაფიოდ თვალსაჩინო გახდა მისი ღირებულებათა სისტემა – ის ქმის ევროსკეპტიკურ, ნაციონალისტურ, ანტიგლობალისტურ კონსერვატიულ პარტიას, რომელსაც მარი ლე პენის, ვიქტორ ორბანისა და იაროსლავ კაჩინსკის ორგანიზაციათა ქართული ინტერპრეტაციის სახე ექნება (სუვერენიზმი). ვასაძის გუნდი ემხრობა პირდაპირ დიალოგს რუსეთთან; დასავლური ინტეგრაცია მათთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ ის ქვეყნის გაერთიანების საშუალებად იქცევა (რეალიზმი). მოძრაობა დაეყრდნობა ეროვნულ-ტრადიციონალისტურ პრინციპებს (ოჯახი, ეკლესია, ადგილობრივი კულტურის პრიორიტეტი და ა.შ.). ყველა სხვა ულტრამემარჯვენის მსგავსად ვასაძე აკრიტიკებს საპარლამენტო დემოკრატიას, ითხოვს ძალაუფლების კონცენტრაციას ერთი პირის- პრეზიდენტის ხელში და ემხრობა მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო წესის დამკვიდრებას, რადგან ამგვარი სისტემა უფრო მეტად მიაჩნია სახალხო მმართველობად. რაინდის ტიტულის მფლობელმა ჩოხოსანმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პარტია პროტექციონისტული იქნება, მხარს დაუჭერს ადგილობრივი ბურჟუაზიის განვითარებას. სხვათა შორის, შესანიშნავად ჩამოაყალიბა თავისი ხედვა – “გუდვილი” “კარფურის” ნაცვლად, ქართული “ფასტ-ფუდ-ჩეინი” “მაკდონალდსის” წინააღმდეგ” :)))). ცხადია, ევროპელი ნათესავების მიბაძვით კიკეთელს არ დავიწყებია მთელი დანარჩენი პოლიტიკური და მედია კლასისგან სრული დისტანცირება.
არ მახსვოვს, ვინმეს ასე ზუსტად ეთქვას, თუ რომელ საზოგადოებრივ ფენებზე აპირებს გასვლას. ვასაძემ სამი შრე დაასახელა: 1. სახლში დარჩენილი ამომრჩეველი; 2. ნაცების მობრუნების შიშით ქოცებისთვის ხმის მიმცემნი; 3. ქოცების გამწარების მიზნით ნაცებისთვის ხმის მიმცემნი.
შედგენილი აქვთ გეგმა-გრაფიკიც (ე.წ. “თაიმლაინიც”) – დღეს ვასაძის ბრიფინგი იყო, ხვალ-ზეგ გუნდის წევრებს წარადგენენ, შემდეგ რეგიონებს მოივლიან, 16 აქცია იქნება, სავარაუდოდ, ადგილობრივი არჩევნებისთვისაც ცდიან ბედს.
შეარჩიეს უცნაური, მაგრამ უმარტივესი ლოგო, ინგლისურად წარმოთქმის შემთხვევაში დასავლეთისთვის გასაგებია რა ტიპის პარტიასთან ექნებათ საქმე (Identity << მთავარი ევროსკეპტიკური ბლოკის სახელში ფიგურირებს), ქართულად ცოტა სადღეგრძელოსავით ჟღერს.
არც ერთ სხვა ძალას თანამედროვე საქართველოში ასეთი მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიმართულება არ აქვს!
შეიძლება ამჩნევდე და აფასებდე მხატვრის ტექნიკას, შრომის დისციპლინას, მის მიერ ფერების შეზავებას (და არა თავად ფერებს), მაგრამ არ მოგწონდეს ხელოვანის შემოქმედებითი მრწამსი და მის მიერ შექმნილი კომპოზიციის საბოლოო სახე.
ნულოვანი ნდობა მაქვს ადამიანების, რომლებიც რუსული განგსტერული კაპიტალიზმის პირმშოები არიან; რომლებიც ვლადიმერ ევტუშენკოვის (მილიარდერი ეკონომიკის ყველა სექტორშია დაქსელილი) მსგავსი ოლიგარქების კალთის ქვეშ დაფრთიანდნენ; რომლებიც არაფერს ამბობენ, თუ როგორ იშოვნეს მილიონები (კატის საჭმელების გაყიდვით გავმდიდრდიო, მხოლოდ ეს დასძინა დღეს).
მიუხედავად უმწვავესი კრიზისისა, უამრავი ნაკლოვანებისა, მაინც მწამს ევროპული ერთიანობის და მჯერა, რომ რადიკალური გარდაქმნის შემთხვევაში მას შესწავს ძალა დაამარცხოს ლიბერალური გლობალიზაცია. ერთიანი, სოლიდარული, სხვანაირი ევროპის გარეშე, მხოლოდ “მესამე სამყაროს” უძვირფასეს ძალებს არაფერი გამოუვათ.
ამ ქვეყანას “კარფურის” “გუდვილითა” და “ნიკორათი” ჩანაცვლება არ სჭირდება !!! დიდი ვერაფერი შეღავათია! საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეალური და მაღალტექნოლოგიური სექტორის განვითარებაზე ორიენტირებულ, სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობით მომუშავე ეკონომიკას, სადაც კვალიფიციური მშრომელი იქნება მთავარი მოთამაშე.
პიროვნულადაც უსიმპატიო კაცია. საკუთარ თავს თვალებგანაბული, სხვადასხვა კონტექსტში “სტრატეგად” და “ინტელექტუალურ არქიტექტორად” რომ მოიხსენიებ, ბოდიში ჟარგონი უნდა გამოვიყენოო და მერე “მაგარს” რომ იტყვი, ხელოვნური ფამილიარულობა ტვინში და იოგებში რომ გიჭერს და ყიყლიყოებს გაძახებინებს, მერე რთულია ნდობა მოიპოვო დაფიქრებულ ადამიანებს შორის.
მაგრამ მისი პროექტი იმუშავებს, რადგან ტექნიკურად გამართულია, დაფინანსების წყაროების მოპოვების პოტენციალი აქვს და მკვეთრად უპირისპირდება 21-ე საუკუნის ქართულ ლიბერალიზმს, რომელიც თითქმის ყველას ყელში ამოგვივიდა, გვეზიზღება და გულს გვირევს!
იქნებ ეროვნულ-კონსერვატიული ფლაგის გააქტიურებამ, მაინც უბიძგოს ხალხს, რომ “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების მემარცხენე ფედერაცია” წარმოქმნას. :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) რაზმიჩტალსა …“ – წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close