სხვადასხვა

ჯეფ ბეზოსმა დააფინანსა კვლევა, რომელიც ადამიანის უკვდავებაზე მუშაობს

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი სტარტაპ Altos Labs– ის ინვესტორი გახდა, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივების  ტექნოლოგიაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას MIT Tech Review ავრცელებს.

კომპანია დაბერების პროცესს სწავლობს და მუშაობს ტექნოლოგიაზე, რომელიც სიბერის დამარცხებას ადამიანის უჯრედები შეცვლას გზით ცდილობს. ტექნოლოგია იაპონელი მეცნიერის, იამანაკა შინიის კვლევას ემყარება, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. Altos Labs– ის სპეციალისტები გეგმავენ ისეთი მეთოდის აღმოჩენას, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს საშუალოდ, 50 წლით გაახანგრძლივებს.

შარშან პრესა 11 წლის ბელგიელი ვიუნდერკინდის შესახებ წერდა, რომელმაც უნივერსიტეტი ერთ წელიწადში დაამთავრა და უკვდავების შექმნაზე ფიქრი დაიწყო. ”მე მინდა ჩემი ორგანოების უმეტესობა  ხელოვნური ორგანოებით შევცვალო” – თქვა სიმონსმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close