მსოფლიო

ჯეფ ბეზოსი ორგანიზაციებს, რომლებიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარებიან, 96.2 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს

საერთო ჯამში ფონდმა ქველმოქმედებისთვის უკვე 398 მილიონი აშშ დოლარი გაიღო

Amazon-ისა და კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი ორგანიზაციებს, რომლებიც უსახლკარო ოჯახებს ეხმარებიან, 96.2 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკელი მილიარდერის საქველმოქმედო ფონდმა, Bezos Day One Fund-მა გაავრცელა.

როგორც ცნობილია, ზემოხსენებულ თანხას 750 ათასიდან 5 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის გრანტის სახით აშშ-ის 21 შტატში მოქმედი 32 ორგანიზაცია მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ფონდი ჯეფ ბეზოსმა 2018 წელს, მაკენზი სკოტთან ერთად დააარსა, რომელიც ამ დროს ჯერ კიდევ მისი ცოლი იყო. Bezos Day One Fund-ი უსახლკარო ოჯახებისთვის ყოველწლიურად 100 მილიონ აშშ დოლარამდე თანხას გამოყოფს. საერთო ჯამში ფონდმა ქველმოქმედებისთვის უკვე 398 მილიონი აშშ დოლარი გაიღო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close