რეგიონები

ჯერ თავი დაიჭრა, შემდეგ სახურავიდან გადმოხტომა დააპირა – რუსთავში 18 წლის გოგომ სუიციდი სცადა (ვიდეო)

რუსთავში თოდრიას ქუჩაზე 18 წლის გოგომ სუიციდი სცადა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტოსთან ადგილობრივი ამბობს, გოგო კორპუსის სახურავზე აიპარა, სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა, რის შემდეგაც გადმოხტომას აპირებდა.

ახალგაზრდა კორპუსის სახურავიდან, პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ჩამოიყვანეს და ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განგვიცხადა, 18 წლის გოგოს შესაბამისი დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close