Slider

ჯანმომ შესაძლოა, ქალებს ალკოჰოლის მიღება აუკრძალოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავის ვებ-გვერდზე ალკოჰოლთან ბრძოლის გლობალური სამოქმედო გეგმის 2022 – 2030 წლების პირველი პროექტი გამოაქვეყნა. პროექტის თანახმად, რეპრეოდუქციული ასაკის ქალებს შეიძლება ალკოჰოლის მოხმარება აეკრძალოთ.

ჯანმო მოუწოდებს ქვეყნებს, რომ გაზარდონ საზოგადოების ინფორმირებულობა ალკოჰოლური სასმელების მავნებლობის შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებს, ორსულებსა და რეპროდუქციული ასაკის ქალებს უნდა მიექცეს.

აღინიშნა, რომ ორსულობამდე და ორსულობის დროს ალკოჰოლის მოხმარება საშვილოსნოსშიდა დაავადებების განვითარებას იწვევს და შეიძლება ბავშვის ქცევის პრობლემებიც გამოიწვიოს. გარდა ამისა, ეს უარყოფითად მოქმედებს მომავალი დედის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ჯანმო ხაზს უსვამს, რომ ქალებისთვის ყველაზე უსაფრთხო სტრატეგია ალკოჰოლურ სასმელებზე მთლიანად უარის თქმა იქნება.

Daily Mail- ის ცნობით, ბრიტანულმა ალკოჰოლურმა კომპანიებმა ორგანიზაციის იდეას სექსისტური უწოდეს. „მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლმა ნამდვილად შეიძლება ნაყოფს ზიანი მიაყენოს, ზრდასრულის თავისუფალი ნება არ უნდა შევზღუდოთ. მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაითვალისწინონ ეს რისკები”, – განაცხადა Alcohol Change UK აღმასრულებელმა დირექტორმა რიჩარდ პაიპერმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close