საზოგადოება

„ხვალ ხდება 12 წელი, რაც ჩემი მეუღლე იმსხვერპლე… რას მემესიჯები და მახსენებ შენ სიავეებს..“

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოქალაქეებთან შემდეგი შინაარსის წერილები იგზავნება:

ძვირფასო საჯარო მოხელეებო, პირადად მე გაძლევთ გარანტიას, რომ თქვენი არჩევანის გამო სამსახურს არც ერთ შემთხვევაში არ დაკარგავთ. მიხეილ სააკაშვილი.

ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ხმის ამოღებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ საშველს აღარ მაძლევს ეს ნაძირალა, დღეს თვალებს არ ვუჯერებდი, რომ დავხედე და ჩემს ტელეფონში მისი გვარი და სახელი დავინახე,ტანში დამცრა და ყველაფერი განმიახლდა – შენ გადაშენდი – უნებურად ვთქვი, რის სამსახურის შენარჩუნებას მპირდები, სამსახურიც მქონდა და ოჯახიც და არ დამაყენე, სანამ ულუკმაპუროდ არ დამტოვა შენმა დოქსოპულოებმა, მანამდე კარდაკარ მატარეს, გემომძიებლები მიგზავნეს, დიდი კრიმინალივით დაკითხვები მიწყვეს, დაუსრულებელი იყო განსაცდელი… სხვათა შორის, ზუსტად ხვალ ხდება 12 წელი, რაც შენგან დევნილობაში მყოფი, ჩემი მეუღლე იმსხვერპლე… კარგა ხანია სამუდამოდ შემოგხაზე და შენი სახსენებლის გაგონება აღარ მინდა, სანამ ვარ, ჩემგან ყოველთვის გექნება-არააააააა, არა და მორჩაა, ნუღა მეჩხირები და მახსენებ შენ სიავეებს, რას მემესიჯები,ხელებს დაგამტვრევ კი არა, შეიძლება თვალებიც გამოგთხარო, ვინა ხარ შენ. ვიიინ, ეშმაკის მოციქულო კაციჭამია!!! რა გინდა ამ ჩემი ქვეყნისგან. რა არ მოგწონს რაა, შენ რო ვერ ძიძგნი და სისხლს ვერ წოვ ადამიანებს? გეშინოდეს, შენგან სიცოცხლე წართმეული და სიცოცხლემოძულებული ადამიანების, მათი აჩრდილები იქ დაგხვდებიან და მოგიწევს პასუხის გაცემა ყველაზე დიდ სამსჯავროზე!!!“ – წერს ნინო კვაჭანტირაძე.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ტექსტი, რომელიც შეიცავს 'GEOCELL 14:01 52% Saakashvili> Text Message നനാം, 13:58 Dzvirfaso sajaro moxeleebo, piradad me gadzlevt garantias, rom tkveni archevanis gamo samsaxurs arcert shemtxvevashi dakargavt. M.Saakashvili NO 91018 5555'

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close