სხვადასხვა

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატი 432 500 დოლარად გაიყიდა

კრისტის აუქციონზე გაიყიდა ნახატი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა.  The Verge ცნობით, ნახატის თავდაპირველი ღირებულება 7-დან 10 ათას დოლარამდე მერყეობდა, თუმცა საბოლოოდ “ედმონ ბელამის პორტრეტი” 432,5 ათას დოლარად გაიყიდა.

ნახატი შექმნილია ჯგუფ “obvious-ის” მიერ, რომელიც  სამი 25 წლის ასაკის ფრანგი სტუდენტისგან შედგება.

მყიდველის ვინაობა უცნობია. აუქციონზე ნახატის საბოლოო ფასი ტელეფონით დასახელდა და მყიდველმა ანონიმურობის დაცვა ისურვა.

ეს არის ისტორიაში პირველი შემხვევა, როდესაც ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატი აუქციონზე გაიყიდა.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close