საზოგადოება

„ხანძრის 136 კერა ერთ დღე-ღამეში?! მსგავსს ვერ ვიხსენებ, თანაც ზამთარში..“

„ხანძრის 136 კერა ერთ დღე-ღამეში?! ტყეში ვინ დადის ამ ყინვაში. რა დაუდევრობაზეა საუბარი?
მსგავსს ვერ ვიხსენებ, თანაც ზამთარში“ – ასე ეხმიანება სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ხანძრის შემთხვევებს.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოში ხანძრის 136 კერა გამოვლინდა. მეხანძრე-მაშველები მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 04.01.2021 09:00 საათის შემდეგ, შესულია 136 შეტყობინება ტყისა და მინდვრის ხანძრების შესახებ. მათგან 116 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 17-ზე მიმდინარეობს აქტიური სალოკალიზაციო სამუშაოები.

“ამ დროისთვის ცეცხლის კერებთან იმყოფება 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და 70-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

სამეგრელოში დაფიქსირდა 96 კერა, მათგან 84 ლიკვიდირებულია, 3 ლოკალიზებული, 9 კერაზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

იმერეთში დაფიქსირდა 26 კერა, მათგან 22 ლიკვიდირებულია, 4 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში დაფიქსირდა 4 კერა, მათგან 2 ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

რაჭაში-ლეჩხუმში დაფიქსირდა 3 კერა, მათგან ერთი ლიკვიდირებულია, 2 კერაზე გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

გურიაში დაფიქსირდა 7 კერა, მათგან ყველა ლიკვიდირებულია.

ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა. არც ერთ შემთხვევაში მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სამეგრელოში დაფიქსირდა შემთხვევა სადაც ლიკვიდირებულ მინდორზე ხელახლა გაჩნდა ხანძარი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას თავი შეიკავონ სასოფლო სამეურნეო სავარგულების გადაწვისგან, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ტყის მასივებს, ასევე საცხოვრებელ სახლებს”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close