ეკონომიკა

წინა თვესთან შედარებით, ზეთისა და ცხიმის ფასმა კიდევ 42.7%-ით მოიმატა – საქსტატი

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7 პროცენტი შეადგინა.

წინა თვესთან შედარებით, ზეთისა და ცხიმის ფასმა 42.7%-ით კიდევ მოიმატა. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.7%, რძე, ყველი და კვერცხი 8.0%, ყავა, ჩაი და კაკაო 8.0%, თევზეული 7.6%, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 7.2%, ხორცი და ხორცის პროდუქტები 6.0%, პური და პურპროდუქტები 5.8%.

ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე -23.3%, ასევე ხილსა და ყურძენზე -20.9%. ასევე 20.9 პროცენტით გაიაფდა ხილი და ყურძენი.

აპრილში წლიური ინფლაცია 7.2% იყო, მაისში კი 7.7%-მდე გაიზარდა.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close