საზოგადოება

„ძაღლის დაბრუნების შემთხვევაში ორ პენსიას, თუთის არაყს, სოკოს მწნილს და აუარება ლოცვა კურთხევას მოგიძღვნით“ – ცოლ-ქმარი დაკარგულ ძაღლს ეძებს

ლალი ნოზაძე და ჯემალ ნოზაძე ოთხფეხა მეგობარს, ჩიხუახუა მიკის უკვე მეხუთე დღეა ეძებს. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ მპოვნელს პენსიით, თუთის არყითა და სოკოს მწნილით დააჯილოდებს.

„ჩვენ ვცხოვრობთ კობარეთის ქუჩაზე, ისანში, „არამიანცის საავადმყოფოს“ მეორე მხარეს. ჩაკეტილი ეზო გვაქვს, რომელსაც აქვს რკინის კარი. ძაღლი მანამდე არასდროს გასულა გარეთ, ეზოში დარბოდა. ეზოში კიდევ გვყავს დიდი ძაღლი, რომელიც მეზობელმა შეიკედლა. ერთი ეზო გვაქვს ორ ოჯახს და ისიც შეგვეჩვია… 7-8 წელიწადია ჩვენთან ცხოვრობს. ჩემს ქმარსაც და მეც ძალიან გვიყვარს ცხოველები.

ეს პატარა ჩიხუახუა კი ჩემმა რძალმა მაჩუქა – პატარა არის, დიდი მოვლა არ სჭირდებაო, მარტოები ხართ და გაგართობთო. 5 წლის წინ იყო ეს, იმის შემდეგ კი ჩვენთან ცხოვრობს. ძალიან მშვიდობისმოყვარე ძაღლია, აგრესიული საერთოდ არ არის“,- უყვება „ნეტგაზეთს“ ლალი ნოზაძე.

ი „ჩემი ქმარი საბავშვო მოთხრობების წერს და რომ წერდა მერხთან, ძაღლიც მიუჯდებოდა და უყურებდა. თუ ჩემი ქმარი სახლში არ იყო, მოწყენილი იწვა თავის ლოგინში და ელოდებოდა.

ძაღლი სახლიდან 5 დღის წინ  დაიკარგა. ლალი ნოზაძე ამბობს, რომ ამ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულმა ძაღლს აჭამა, შემდეგ კი საშინაო საქმეებს შეუდგა.

„ტელევიზორთან რომ ვჯდებოდი, ისიც გამოიქცეოდა, ამოხტებოდა და მომიჯდებოდა. რომ დავჯექი ტელევიზორთან, დავუძახე და არსად ჩანდა. გამოვედი გარეთ, ჯემალ, სად არის ძაღლი-მეთქი, ვკითხე ქმარსაც, მაგრამ მიკი არსად იყო“, – ამბობს ის.

May be an image of ძაღლი

ძაღლის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში სოციალურ ქსელში ლალი ნოზაძის ქმარმა, ჯემალ ნოზაძემ განცხადება გაავრცელა. ლალი ნოზაძე ჩვენც გვიყვება, რომ მისი ქმარი ძაღლის გაუჩინარებას განსაკუთრებით განიცდის. ამ განცხადებაში ჯემალი მპოვნელს 2 ადამიანის პენსიას, სოკოს მწნილს და თუთის არაყს ჰპირდება.

„…ერთს გეტყვი ორი ადამიანის ცრემლებით გაჟღენთილი ძაღლი, რომელიც საკმაოდ ასაკოვანია და ბოლომდე სიკეთით რომ გამოგადგეთ არა მგონია. გახსოვდეს, რომ უფლის ურემი ნელა, მაგრამ მაინც მოძრაობს. ძაღლის დაბრუნების შემთხვევაში ორ პენსიას, 10 ლიტრ შესანიშნავ თუთის არაყს, ორ ქილა სოკოს მწნილს და აუარება ლოცვა კურთხევას მოგიძღვნით, სუფთა გულით. პატივისცემით. ჯემალ. ნოზაძე,“.

ლალი ნოზაძე ამბობს, რომ განცხადების შემდეგ ჯერჯერობით არავინ შეხმიანებია.

May be an image of ძაღლი და შიგნით

თუ მიკი ან მიკის მსგავსი ძაღლი ქუჩაში შეგხვედრიათ, მიწერეთ ლალი ნოზაძეს პირად ფეისბუკზე.

„ნეტგაზეთი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close