საზოგადოება

ძალიან მაშფოთებს ეს სიტუაცია, ცუდის მოლოდინი მაქვს და მინდა მივმართო მოსახლეობას – ელენე თევდორაძე

“ძალიან მიუღებელია ის ატმოსფერო, რაც ამ არჩევნების ირგვლივ ტრიალებს. მე ძირითადად ვრჩები ადამიანის უფლებების დამცველად და ძალიან მაღიზიანებს და მაშფოთებს დღევანდელი სიტუაცია, ცუდის მოლოდინი მაქვს სულ “– ამის შესახებ Multimedia.ge-ს ყოფილმა უფლებადამცველმა, ელენე თევდორაძემ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს შორის, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება საშიშ სახეს იღებს და ტელევიზიით მხოლოდ ზიზღის ენა ისმის.

კითხვაზე, ვისი მხრიდან აქვს ცუდი პროცესების მოლოდინი, ელენე თევდორაძე არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ არ სურს რომელიმე მხარის წარმომადგენლის ამპლუაში ყოფნა.

“მე საერთო სიტუაცია მაღელვებს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი მხრიდან იქნება სიტუაციის უფრო გამწვავება, ჩემთვის მთავარია, რომ ადამიანი გადარჩნენ ამ სიტუაციაში. იმდენი ზიზღი გადმოდის ეკრანიდან, რომლის უკან იგრძნობა შურისძიების მომენტი ყველა მხრიდან, ეს არის ჩემი შეგრძნება და ამიტომაც მებადება შინაგანი შიში.

მე მინდა მივმართო მოსახლეობას და არა პარტიებს, ძალიან გთხოვთ, იყავით ძალიან ბრძენი, ძალიან ფრთხილი, მთავარია მოუარეთ თქვენ თავს და სამშობლოს”- განუცხადა Multimedia.ge-ს ელენე თევდორაძემ.

„მულტიმედია“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close