პოლიტიკა

„ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, მაგრამ…“- ადა მარშანიამ სალომე სამადაშვილს მიმართა (ვიდეო)

პოლიტიკური ხარაკირი უნდა გააკეთოთ თქვენ, დიდი ხანია, – ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ადა მარშანიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე.

„აქ მოდიხართ და კიდევ ენას ატლიკინებთ, ქალბატონო ვითომ ვაი და ვუი დეპუტატო საქართველოს პარლამენტისა, განსაკუთრებულ მონა-მორჩილებაში მყოფი სადისტი და კრიმინალი სააკაშვილისა. ძალიან ლამაზი ვარცხნილობა გაქვს დღეს დაყენებული, ეტყობა გამოსასვლელად ემზადებიდით ამ მგზნებარე სიტყვის სათქმელად. ტელევიზიები დაგესეოდნენ და ამიტომ განსაკუთრებულად მოემზადეთ. გულწრფელ კომპლიმენტს გეუბნებით, მაღალი სტანდარტის ვარცხნილობა გაქვთ, მაგრამ არავითარი მორალური და ზნეობრივი უფლება არ გაქვთ, ადამიანის უფლებებზე ისაუბროთ და პოლიტპატიმრებზე საერთოდ ხმა არ გაქვთ ამოსაღები“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

ადა მარშანიას განცხადება მოჰყვა სალომე სამადაშვილის კითხვებს, რომლითაც მან სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართა. კითხვები შეეხებოდა გიორგი რურუას საქმესა და 20 ივნისის მოვლენებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close