სამართალი

„ცხედარს ცუდი ფერი აქვს და ნამდვილად რამდენიმე დღის გარდაცვლილია“ – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

„ცხედარი ისეთ მდგომარეობაშია, ამას ექსპერტები დაათვალიერებენ ჩემი თანდასწრებით. არ ჩანს არაფერი, ცუდი ფერი აქვს და რამდენიმე დღის გარდაცვლილია. ნამდვილად რამდენიმე დღის გარდაცვლილია. არ ვიცი როგორ აღმოჩნდა უკანა სავარძელში, თვითონ იჯდა თუ ვინმემ გადასვა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, მას კითხვის ნიშნები აქვს გარემოებებთან დაკავშირებით.

„მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, იმიტომ რომ ეს არ არის უღრანი ტყე, რომ ვერ ნახულობდე. სამართალდამცავების განცხადებით, რასაც მე ვუსმენდი, აეროგადაღება იყო გამოყენებული. ყველა ვერსიას და ვარაუდს აქვს არსებობის უფლება. არც არაფერს გამოვრიცხავ და არც არაფერს ვადასტურებ. ეს იქნება დეტალურად გამოკვლეული და მოთხოვნილი ყველა კითხვაზე პასუხი, დეტალურად ექსპერტიზა ჩატარებული, ისე რომ არავის არაფერი შერჩება. მე არ ვენდობი საერთოდ კითხვის ნიშნები როცა ჩნდება ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით. მე არ ვენდობი, როცა 5 დღის განმავლობაში, ასეთ გარემოში ვერ ხერხდება ადამიანს მოძებნა. მე არ ვენდობი, როცა მწყემსი პოულობს პოლიციის ნაცვლად, მე არ ვენდობი, როცა არავის სიცოცხლე არ არის უსაფრთხოდ და არ ვენდობი ძალიან ბევრ რამეს. ამიტომ მე ვენდობი ისეთ ადამიანებს, რომელსაც არაფრის ეშინია,“ – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close