Slider

ცესკომ 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული მეორე ტურის წინასწარი პირველადი შედეგები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურის წინასწარი პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები იმარჯვებენ.

№1 მთაწმინდა, კრწანისი – ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) 91.51% და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) 8.49%;

№2 ვაკე – ნოდარ ტურძელაძე („ქართული ოცნება“) 93.7% და ელენე ხოშტარია („ევროპული საქართველო“) 6.3%;

№3 საბურთალო – დავით სერგეენკო („ქართული ოცნება“) 89.97% და ალექსანდრე ელისაშვილი („მოქალაქეები“) 10.03%;

№4 ისანი – კახა კახიშვილი („ქართული ოცნება“) 92.74% და ხატია დეკანოიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.26%;

№5 სამგორი – სოზარ სუბარი („ქართული ოცნება“) 88.19% და ლევან ხაბეიშვილი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.81%;

№6 დიდუბე, ჩუღურეთი – გიორგი ვოლსკი („ქართული ოცნება“) 89.66% და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე („გირჩი“) 10.34%;

№7 ნაძალადევი – მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნება“) 91.14% და შალვა ნათელაშვილი („ლეიბორისტული პარტია“) 8.86%;

№8 გლდანი – ლევან კობიაშვილი („ქართული ოცნება“) 89.22% და ნიკანორ მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10;78%;

№10 თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი („ქართული ოცნება“) 89.67% და გიორგი ბოტკოველი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 10.33%;

№11 მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი – შალვა კერესელიძე („ქართული ოცნება“) 93.23% და ცეზარი ჩოჩელი („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 7.75%;

№12 რუსთავი, გარდაბანი – ნინო ლაცაბიძე („ქართული ოცნება“) 87.65% და დავით კირკიტაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 12.35%;

№16 ხაშური, ქარელი – ზაალ დუგლაძე („ქართული ოცნება“) 91.04% და ნატო ჩხეიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.96%;

№21 ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი – ბეჟან წაქაძე („ქართული ოცნება“) 91.87% და კახა გეწაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.13%;

№23 ქუთაისი – ზაზა ლომინაძე („ქართული ოცნება“) 93.6% და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.54;

№27 ზუგდიდი – ირაკლი ჩიქოვანი („ქართული ოცნება“) 94.06% და მალხაზ ჯალაღონია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 5.94%;

№28 ბათუმი – რესან კონცელიძე („ქართული ოცნება“) 88.47% და ლევან ვარშალომიძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.53%;

№30 ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო – ანზორ ბოლქვაძე („ქართული ოცნება“) 88.73% და მიშა ბოლქვაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 11.27%.

მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა ქუთაისშიც, სადაც ცესკოს წინასწარი მონაცემებით იოსებ ხახალეიშვილს („ქართული ოცნება“) 91.93% აქვს და გრიგოლ შუშანიას („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“) 8.07%.

საქართველოს მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება სწორედ 20:00 საათამდე ჰქონდა.

17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მეორე ტურში არ მონაწილეობს. 21 ნოემბრის არჩევნების მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1914 საარჩევნო უბანი ემსახურებოდა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 140 210 იყო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 17-ვე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close