მსოფლიო

ჩინეთში ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მორიგი დღიური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. მედიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 40 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

უკვე მეხუთე დღეა, ქვეყანაში დღიური ინფიცირების მზარდი მაჩვენებელია. გასულ დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 39 506 შეადგინა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გუანჯოუსა და ჩუნცინში არის გამოვლენილი.

ჩინეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ე.წ. ნულოვანი პოლიტიკა მოქმედებს, რაც მკაცრი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მოქალაქეებმა კოვიდშეზღუდვები გააპროტესტეს, ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჩინეთის ლიდერ სი ძინპინის გადადგომას ითხოვენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close