მსოფლიო

ჩინეთმა აშშ-ს 10 ტრილიონი დოლარის ეკონომიკური ზარალი უნდა აუნაზღაუროს – დონალდ ტრამპი

ჩინეთმა, რომელიც პასუხისმგებელია კორონავირუსის პანდემიაზე, აშშ-ს მინიმუმ, 10 ტრილიონი დოლარის ეკონომიკური ზარალი უნდა აუნაზღაუროს – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“ჩვენ ვითხოვთ კომპენსაციას ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან. ჩინეთმა უნდა გადაიხადოს, ხოლო იმ ქვეყნებმა რომლებსაც ჩინეთის ვალი აქვთ, ფულის დაბრუნებაზე უარი უნდა თქვან“ – განაცხადა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე.

ყოფილმა პრეზიდენტის თქმით, ის მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ კორონავირუსი ვუჰანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შეიქმნა და  შეერთებული შტატების მთავრობას მოუწოდა, რომ იმპორტირებულ ჩინურ საქონელზე მაქსიმალური გადასახადი დააწესოს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close