საზოგადოება

ჩეჩნეთში, მეჩეთის ნანგრევებში იპოვეს ქვა ასომთავრული წარწერით, პირველი სიტყვა არის “ქრისტე!”

მე­გობ­რე­ბო, მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი, ითუმ-კა­ლის რა­ი­ონ­ში, ბა­უ­ლო­ის და­სახ­ლე­ბა­ში, მე­ჩე­თის ნან­გრე­ვე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას, ნა­პოვ­ნია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის დამ­წერ­ლო­ბის იშ­ვი­ა­თი ძეგლი. ეს არის ქვის ბლო­კი, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლია ასომ­თავ­რუ­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, 24 ასოს­გან შემ­დგა­რი ტექ­სტი”, – წერს ჩეჩ­ნე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი აზა­მატ ახ­მა­რო­ვი, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, არ­ტე­ფაქ­ტი გროზ­ნოს არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის ცენ­ტრშია გა­და­ტა­ნი­ლი და ქარ­თველ კო­ლე­გებ­თან ერ­თად, და­წყე­ბუ­ლია მუ­შა­ო­ბა ტექ­სტის გა­შიფვ­რა­ზე.

აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ა­გენ­ტო tass.ru გა­ავ­რცე­ლა.

“არ­ტე­ფაქ­ტი უკვე გა­დაგ­ზავ­ნი­ლია გროზ­ნოს არ­ქე­ო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში. პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მო­ჩე­ნა სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რია ჩეჩ­ნე­თის ის­ტო­რი­ულ-გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მთე­ბის­თვის, ასე­ვე მდი­ნა­რე არ­ღუ­ნის გარ­შე­მო და­სახ­ლე­ბის­თვის, ეს მდი­ნა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში იღებს სა­თა­ვეს. მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, ტექ­სტი მთლი­ა­ნია, ანუ მის­გან აზ­რის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბა. მსგავ­სი წარ­წე­რე­ბი ად­რეც გვი­პო­ვია, თუმ­ცა აქამ­დე არც ერთი მათ­გა­ნი მთლი­ა­ნი ტექ­სტი არ ყო­ფი­ლა, ყვე­ლა მათ­გა­ნი მოკ­ლე ფრა­ზე­ბი ან მცი­რე ნიშ­ნე­ბი იყო”, – წერს ჩე­ჩე­ნი ის­ტო­რი­კო­სი.

წყარო: news.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close