საზოგადოება

შქმერულმა იაპონიაში, უმსხვილესი სწრაფი კვების ქსელის ონლაინ არჩევნებში გაიმარჯვა

იაპონიის ერთ-ერთი ცნობილი სუპერმარკეტების ქსელ „ოდაკიუში“ შქმერულის სწრაფი მომზადების პაკეტები გაიყიდება. პაკეტების შეფუთვაზე საქართველოს დროშა და თბილისის ხედია დატანილი. წარწერაში კი ხაზგასმულია, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართველი ხალხი დღეგრძელობით არის ცნობილი.

შქმერული იაპონიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს – მიმდინარე წელს ის ჯერ „იაპონიის ჰიტად ქცეული პროდუქტების“ რეიტინგში მეორე ადგილზე მოხვდა, ხოლო შემდეგ იაპონიის სწრაფი კვების ქსელის, „მაცუიას“ მიერ გამართულ ონლაინ „არჩევნებში“ 47 711 ხმით  გაიმარჯვა. შედეგად, შქმერული კიდევ რამდენიმე თვით „მაცუიას“ 1000-მდე ფილიალის მენიუში დაბრუნდა.

იაპონიის "ჰიტად ქცეული პროდუქტების რეიტინგში" შქმერული მოხვდა - ქართული  კვირა

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close