საზოგადოება

შინდისის გმირების მემორიალს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა შინდისის ბრძოლაში დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარეობს.

შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, ხელი 2020 წლის 22 ივლისს მოაწერა. ბრძანება დღეს, 30 ივლისს, გამოქვეყნდა.

კულტურული მემკვიდრეობის მემორიალური უძრავი ძეგლის – „შინდისის ბრძოლის მემორიალური შენობები“ – მშენებლობის თარიღად, სააგენტოს დირექტორის ბრძანების დანართში, 2008-2019 წლებია მითითებული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მემორიალის იდეის ავტორია ედმონდ მინაშვილი, მოქანდაკე კი – ნუგზარ ჭავჭავაძე: „2008 წლის 11 აგვისტოს, შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად შინდისში 17-ფიგურიანი პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნა“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close