პოლიტიკა

“შესაბამისი სამსახურები, სასამართლო თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, შესაბამის უწყებასთან ერთად” – თბილისის მერი

შესაბამისი სამსახურები, სასამართლო თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, შესაბამის უწყებასთან ერთად – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოთხი ამერიკელი სენატორის მიერ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გავრცელებულ განცხადებას.

თბილისის მერის თქმით: “სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, პატიმრის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება იყოს დაცული. ყველა პატიმართან მიმართებაში არის დაცული ეს დამოკიდებულება და მათ შორის პატიმარ სააკაშვილთან მიმართებაში. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხლე“.

შეგახსენებთ:

მივესალმები ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის და მის მიერ შიმშილობის შეწყვეტას, – ეს ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებაა, რომელიც მან მირკობლოგ „თვითერის“ საშუალებით გაავრცელა.

ჯინ შაჰინი ასევე ავრცელებს განცხადების ტექსტს, რომელსაც მასთან ერთად ხელს აწერენ სენატორები ჯიმ რიში, ბენ კარდინი და რონ ჯონსონი. განცხადების ტექსტში სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, გაითვალისწინონ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სერიოზულობა.

„ყურადღებით ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მდგომარეობას და მკურნალობას, რაც შემაშფოთებელია ამერიკის სენატში საქართველოს მეგობრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით, ბატონი სააკაშვილის დაბრუნება საქართველოს პოლარიზაციას გაზრდიდა, სააკაშვილი როგორც ყველა პატიმარი, რომელიც სასამართლოს მოლოდინშია, იმსახურებს სამართლიანად და ღირსეულად მოპყრობას, საერთაშორისო სტანდარტებისა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენ გვაშფოთებს, რომ ეს ახლა ასე არ ხდება.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს დამოუკიდებელ მედიკოსთა გუნდის რჩევის გათვალისწინებით, გადაუდებლად, ბატონი სააკაშვილისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. ჩვენ სასამართლო პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით და ხაზს ვუსვამთ იმის მნიშვნელობას, რომ პროცესი გამჭვირვალედ, სამართლიანად და პირადი დასწრებით წარიმართოს. სამართლიანი და სწრაფი სასმართლო პროცესის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის ძირითადი დამახასიათებელია ნიშანია და ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ბატონი სააკაშვილის სიტუაციის სერიოზულობას უპირატესობა მიანიჭოს და გაითვალისწინოს ამ ვითარების გავლენა საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობაზე. ახლა დროა, პოლიტიკური განსხვავებები გვერდზე გადაიდო, ქართველი ხალხის სასარგებლოდ. სიტუაციის დღითიდღე დამძიმებასთან ერთად, იზრდება ასევე არასწორი გათვლების გაკეთების რისკიც, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სააკაშვილის სერიოზული ზიანი ან უარესი. ასეთი ტრაგედიას საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ექნება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close