საზოგადოება

„შევედაროთ ამ ერს- გნებავთ ნობელის პრემიის ლაურიატებით, გნებავთ ღვთის რჩეულობით“ – დავით გადელია

შევედაროთ ამ ერს- გნებავთ ნობელის პრემიის ლაურიატებით, გნებავთ ღვთის რჩეულობით –  ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში ისრაელის მაგალითის შესახებ წერს, რომელიც ყოველ 100 მოსახლეზე ვაქცინაციის მიხედვით, მსოფლიოში ლიდერია.

„მსოფლიოში არის სახელმწიფო, სადაც დღეისთვის ვაქცინაცია ჩაიტარა მოსახლეობის 60%-მა, ყოველგვარი “რამეთუ” და “ჩემი მეზობლის ბიცოლამ თქვა..”- ს გარეშე. ” ო, მაგენი შტერები არიან!”- იტყვის ვინმე ჩვენი, ინტერნეტ- ცოდნით შეიარაღებული. კი ბატონო, შევედაროთ ამ ერს- გნებავთ ნობელის პრემიის ლაურიატებით, გნებავთ ღვთის რჩეულობით. იქვე, სამეზობლოში, პალესტინაში აიცრა მოსახლეობის 0.21%. “ა ძმაო, ჭკვიანი ხალხი! ამათ არ ემუქრებათ გენეტიკის შეცვლა!”… ბიჯო, თუ მართლა ცვლის გენეტიკას და გონებრივ შესაძლებლობებს აცრა- ეგებ სწორედ ეგ იყო მათი შანსი?!! …და არა მარტო პალესტინელების…“ – წერს დავით გადელია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close