საზოგადოება

„შეგრცხვეს, ვახო სანაია! მე, როგორც ძველი თაობის ჟურნალისტი, დღეს შენს საქციელს ვგმობ !“ -ივდით კუხიანიძე

ფილოლოგი და ნოველისტი ივდით კუხიანიძე სოციალურ ქსელში გუშინდელი ფეისბუქ-პოსტის გამოქვეყნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე წერს:

„ამ წუთებში ტვ პირველს ვუპასუხე კითხვებზე.

ანუ , როგორც იტყვიან, მივეცი ინტერვიუ!
კიბიდან მოვაბრუნე ოპერატორი და ჟურნალისტი გოგონა, რომლებიც ერთ-ერთი ბიჭის ოჯახში იყვნენ მოსულები ინტერვიუს ასაღებად!
ამოვიდნენ.
ჩაირთო კამერა და დაიწყო…
ვთქვი ის, რაც ამ ამბავთან დაკავშირებით გუშინ დავწერე, მაგრამ ისინი ამით არ დაკმაყოფილდნენ და კითხვები დამისვეს ოდესღაც მომხდარ კორცხელის ამბებზე, რომლის მონაწილეთა შორის ეს ბავშვებიც მოიაზრეს!
ანუ სრულიად ნათელი გახდა ჩემთვის
, თუ როგორ სურდა ტვ პირველს ამ ამბის პოლიტიკურ ასპექტში გადატანა და ამ ბიჭების ქმედების გამოყენება იმის ტირაჟირებისთვის, რომ თითქოსდა ეს ბავშვები პოლიტიკურად ანგაჟირებულები და აგრესიულები არიან!
შეგრცხვეს სანაია, ათასგზის შეგრცხვეს!
მე გითანაგრძნობდი და ვგმობდი ბიჭების ამ საქციელს, ვფიქრობდი , გავაცნობ საზოგადოებას ამ ბავშვებს, მოვყვები მათ შესახებ სიმართლეს, ვინ არიან, როგორ გაიზარდნენ, რა ოჯახები ჰყავთ, რითი სუნთქავენ, რას ფიქრობენ გარშემო მყოფნი მათზე, და იმედი მქონდა, სიტყვას შეაწევდი, ახალგაზრდა კაცია , ქრისტიანი, ვინ არ დამთვრალა, გაუგებს და შეუნდობს -მეთქი და თურმე როგორ ვცდებოდი! ‘-
სრულიად პირიქით და სრულიად საპირისპიროდ – ისედაც ამღვრეული პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად დაძაბე!
მე, როგორც ძველი თაობის ჟურნალისტი, დღეს შენს საქციელს ვგმობ !
შეგრცხვეს, ვახო სანაია!“ – წერს ივდით კუხიანიძე.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close