სამართალი

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატები სპორტსმენების დაცვაზე უარს აცხადებენ

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების ადვოკატები სპორტსმენების დაცვაზე უარს აცხადებენ.

ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა კომენტარი მიზეზთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, უარის თქმის მიზეზს ადვოკატები მოგვიანებით განმარტავენ.

ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, მორაგბებებს საქმის დასაწყისიდანვე იცავდნენ. რამდენიმე დღის წინ, კობაიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებით ახლაგაზრდა სპორტსმენებს კარიერა დაენგრათ. ამ განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close