Sliderსაზოგადოება

“ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას გამსახურდიას ადგილას” – სააკაშვილი

„იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება

“პირველ რიგში, ქართველი ერი განუდგა დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს, რომელმაც დაიწყო თავისი კარიერა როგორც პოლიტიკურმა დისიდენტმა და დაასრულა როგორც დიქტატორმა!!! მე-2-ე, სამხედრო საბჭოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდება არ იყო სახელმწიფო გადატრიალება, რადგან თვით გამსახურდია უზურპატორობდა!!! სრული უფლებამოსილებების მიუხედავად, კონსტიტუციით განსაზღვრულისა, გამსახურდია თავად აძლევდა საკუთარ თავს გადამეტებულ უფლებამოსილებებს კონსტიტუციის უგულებელყოფით!!! მე-3-ე, სამხედრო საბჭოს სათავეში ჩაუდგნენ მწერალი – ჯაბა იოსელიანი და მოქანდაკე – თენგიზ კიტოვანი!!! მე-4-ე, გამსახურდიას ხელისუფლებისგან ჩამოშორების შემდეგ შეწყდა სამხრეთ ოსეთში ეთნიკური ბრძოლები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ იყო პროვოცირებული!!!“ – სააკაშვილის ინტერვიუდან ეს ამონარიდი ირაკლი კაკაბაძემ გააცნო საზოგადოებას ერთ-ერთი ტელევიზიის საშუალებით.

ინტერვიუ 1992 წელსაა გამოქვეყნებული პოლონურ გაზეთში “WPROST”. ინტერვიუში სააკაშვილი სამაჩაბლოში ომის დაწყებას გამსახურდიას აბრალებს.

მოკლედ, ასე ფიქრობდა მიხეილ სააკაშვილი გასული საუკუნის 90-იან წლებში.

დღეს ვითარება შეიცვალა.

90-იანი წლების შემდეგ, ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიად გამსახურდიაზე ხიბულაში, დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს.

სააკაშვილის თქმით, საზღვრის დემონსტრაციულად გადმოკვეთა არ გარისკა, რადგან როგორც თავად ამბობს, ამ შემთხვევაში იქნებოდა გასროლა, აფეთქება და მერე ყველაფრის მათ დაბრალდებოდა.

„იმიტომ არ გავრისკე, რომ ამ სცენარში ძალიან ადვილი იქნებოდა გასროლა, აფეთქება, ჟლეტა და მერე ყველაფრის ჩვენზე გადმობრალება. 90-იანი წლების შემდეგ, მე ძალიან ბევრი მიფიქრია ზვიადზე ხიბულაში. დიახ, მე მაქვს გარკვეული თვითიდენტიფიკაცია იმ გაგებით, რომ ყოველთვის ვცდილობდი ჩემი თავის წარმოდგენას მის ადგილას და ძალიან განვიცდიდი აი ამ მიტოვებულ, დამოუკიდებლობის მომტან პრეზიდენტს.

ჩემს ჩამოსვლასთან პირდაპირ პარალელს არ გავავლებდი. ჩამოვედი იმიტომ, რომ მსურდა წამოსვლა და სხვანაირად არ შემეძლო და მიმაჩნია, რომ ეს მართლაც არის კრიტიკული წერტილი ჩვენი ისტორიის“,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close